Saturday, February 11, 2012

პროექტის მსვლელობა

მოსწავლეები გაიყვნენ სამ ჯგუფად. პირველმა ჯგუფმა გამოკითხვა ჩაატარა სკოლის მოსწავლეებში; მეორე ჯგუფი ეწვია უბნის ექიმს; მესამე ჯგუფმა მასწავლებელთან ერთად მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში. შემდეგ შეაჯამეს მოძიებული ინფორმაცია და დაასკვნეს, რომ:
 ვირუსული ინფექციები სხვადასხვა სახისაა, მათ შორის აღსანიშნავია "გრიპი". გრიპი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, განსაკუთრებით პირველ 2-3 დღეს. დაავადების პირველი ნიშნებია ცხელება და სისველე ცხვირში, ტემპერატურა ხანმოკლე შემცივნების შემდეგ სწრაფად აღწევს 38-39 გრადუსს. დამახასიათებელია ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამონადენი, ყელის ტკივილი, ხველა. გრიპი შეიძლება ბრონქიტით, ლარინგიტით, პნევმონიით გართულდეს. ამიტომ საჭიროა დროული მკურნალობა, წოლითი რეჟიმი, წამლებისა და ბევრი სითხის მიღება. მძიმე ფორმების შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.    

Saturday, May 14, 2011

"ვირუსული ინფექციები"

1.  პროექტის იდეა: მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია გადამდები დაავადებების   შესახებ. 
2. პროექტის აქტუალობა: ამ თემის შესწავლა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძალიან    არის გავრცელებული ინფექციური დაავადებები და მოსწავლეებს შეეძლოთ დაიცვან თავი დაავადებისაგან.  
3. პროექტის მიზნები: მოიძიონ ინფორმაცია გადამდები დაავადებების  შესახებ,
ჩამოუყალიბდეთ კვლევა–ძიების უნარი, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.  
4.    მონაწილეთა  ასაკი: 8 წლის  
5.  ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა  
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე თეორიულ ცოდნას მიიღებს ვირუსულ      ინფექციებზე, გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები, პრობლემის განსაზღვრისა და გადაჭრის უნარი,  ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების, კომუნიკაციის უნარ–ჩვევები. 
7. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფორმატის ფურცლები, კალამი, სკოლის    მოსწავლეებიუფროსი ასაკის ადამიანები, ექიმი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
8. პროექტის მსვლელობა: კლასში არის 10 მოსწავლე. კლასი გაიყოფა 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს დაევალება წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით ჩაატაროს გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებთან და უფროსი ასაკის ადამიანებთან. მეორე ჯგუფი ეწვევა  სოფლის ექიმს და მიიღებს საჭირო ინფორმაციას „ვირუსული  ინფექციების“ შესახებ.  მესამე  ჯგუფი მასწავლებელთან ერთად ინტერნეტში მოიძიებს  საჭირო მასალებს „ვირუსული ინფექციების“ შესახებ. სამივე ჯგუფი  შეაჯამებს საკუთარ ნამუშევარს და მოახდენენ პრეზენტაციას.  
9. მოსწავლეთა შეფასება: მოხდება ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების საფუძველზე, ჯგუფთან  მუშაობის უნარ–ჩვევების საფუძველზე. 
10. პროექტის  ხელმძღვანელი: ნ. კარელიძე  
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nkarelidze61 
12. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  http://nkarelidze61.blogspot.com