Saturday, February 11, 2012

პროექტის მსვლელობა

მოსწავლეები გაიყვნენ სამ ჯგუფად. პირველმა ჯგუფმა გამოკითხვა ჩაატარა სკოლის მოსწავლეებში; მეორე ჯგუფი ეწვია უბნის ექიმს; მესამე ჯგუფმა მასწავლებელთან ერთად მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში. შემდეგ შეაჯამეს მოძიებული ინფორმაცია და დაასკვნეს, რომ:
 ვირუსული ინფექციები სხვადასხვა სახისაა, მათ შორის აღსანიშნავია "გრიპი". გრიპი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, განსაკუთრებით პირველ 2-3 დღეს. დაავადების პირველი ნიშნებია ცხელება და სისველე ცხვირში, ტემპერატურა ხანმოკლე შემცივნების შემდეგ სწრაფად აღწევს 38-39 გრადუსს. დამახასიათებელია ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამონადენი, ყელის ტკივილი, ხველა. გრიპი შეიძლება ბრონქიტით, ლარინგიტით, პნევმონიით გართულდეს. ამიტომ საჭიროა დროული მკურნალობა, წოლითი რეჟიმი, წამლებისა და ბევრი სითხის მიღება. მძიმე ფორმების შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.